გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა 

                                                         ფინიკია
                                                          გვ. 60-63
 სწავლების საფეხური
 მეშვიდე კლასი ---------------საგნის მასწავლებელი: მ. ოსტარიშვილი
 მოსწავლეთა პროფილი
კლასში  არ არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები.
  გაკვეთილის     მნიშვნელობა / აქტუალობა
 გაკვეთილი ხელსშეუწყობს გააზრებული კითხვის, კვლევითი უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ისტ-ის დაუფლებას. მოსწავლეები იმსჯელებენ შესასწავლი ნაწარმოების ირგვლივ, განახორციელებენ  სხვადასხვა სახის აქტივობებს,
 გაკვეთილის  მიზანი
-------------------------
 საგნობრივი სტანდარტი/ინდიკატორები
მოსწავლეები შეისწავლიან საზღვაო ცივილიზაციის განვითარებას-ფინიკიის როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო იმპერიის სახით.
გაეცნობიან კულტურულ მიღწევებს. ანბანური დამწერლობის შექმნის შესახებ.
ისტ.VII. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები დამოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
·         ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს ძველი და ახალი წელთაღრიცხვის სისტემასთან.
·         ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან თარიღებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
ისტ.VII.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
    შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე;
·         რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და ისტორიული მხარეების მდებარეობას.
·         რუკის დახმარებიტ მსჯელობს მსოფლიოს ისტორიის ძირითად მოვლენებზე.
 მთავარი კითხვა
--------------------------
საკვანძო სიტყვები
 ------------------------
 გაკვეთილის მსვლელობა

   

 რატომ უწოდებენ ფინიკიას პირველ საერთაშორისო სავაჭრო იმპერიას?
-----------------------------------------------------------------------------------------------------
კოლონიზაცია,კართაგენი,პუნიკური ომები, ფანიბალი ანბანი
-----------------------------------------------------------------------------------------------------
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
გაკვეთილს ვიწყებ მთავარი კითხვის დასმით. დაფაზე ვწერ საკვანძო სიტყვებს
ვთხოვ მოსწავლეებს ახსნან,როგორ ესმით სავაჭრო იმპერია,ჩამოთვლილი სიტყვებიდან, რომელია მათთვის ცნობილი.გაიხსენონ რა იციან ვაჭრობის შესახებ.
ვახსენებ მოსწავლეებს , თუ რა განსხვავებაა სახმელეთო და საზღვაო იმპერიას შორის.
დრო 10 წუთი
აქტივობა  2.გაკვეთილის გაცნობა
ვაწვდი მოსწავლეება ახალ მასალაზე ინფორმაციას
დრო 15 წუთი
აქტივობა 3.  ტექსტის ანალიზი
მოსწავლეებს მივცემ წყვილებსი სამუშაოს  №2 და №4  დავალებებს
დრო  15 წუთი
გაკვეტილის შეჯამებისას ვუბრუნდები მთავარ კითხვას და მოსწავლეებს მასზე პასუხის გაცემას ვთხოვ.
  შეფასების საგანი  და პროცედურები

 ვაფასებ მოსწალეთა ჯგუფურ ბმუშაობას ,მათ ჩართულობას  გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას
 დრო 5 წუთი
 სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები

1.    ე.მეძმარიაშვილი, მ.პაპაშვილი
ისტორია   VII  კლასის  სახელმძღვანელო
დაფა. ცარცი.ფორმატი,მარკერი

Комментариев нет:

Отправить комментарий