სასწავლო პროექტები

პროექტის სახელწოდება

ჩემი სოფლის ისტორია
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები გაცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას და რატომ უწოდეს როდინაული.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო მასალის შესახებ. შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას.

პროექტის მიზნები
მოსწავლეები გაიგებენ მათი სოფლის წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ. გაეცნობიან სოფელში გამოჩენილი  ადამიანებისა ცხოვრებას  და მოღვაწეობას შეძლებენ კვლევის ცატარებას.

მოსწავლეთა ასაკი:
15-16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას მოცემულ თემაზე. მოიძიებენ ინტერნეტში, სხვადასხვა ძველ ჟურნალ-გაზეთებში საჭირო მასალებს და გაუზიარებენ ერთმანეთს მიღებულ ცოდნას. გააკეთებენ კედლის გაზეთს „როდინაული გუშინ, დღეს და ხვალ“

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერი,ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები, სლაიდები, პროექტორი, ცნობილი ადამიანების მონათხრობი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა პირველი: კლასს გავაცნობ რა სამუშაოს შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს ამ პროექტის განხორციელებისას. კლასს გავყოფ სამ ჯგუფად.
აქტივობა მეორე: თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას. პირველი ჯგუფის დავალება იქნება მოძიონ ცნობები  როდინაულის წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ.
მეორე ჯგუფის დავალება იქნება მოიძიონ ცნობები სოფლის გამოჩენილი ადამიანების სესახებ.
მესამე ჯგუფი გააკეთებენ კედლის გაზეთს

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, სამოქალაქო განათლება
საგნობრივი სტანდარტი:
ისტ, X. 3. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევებს

შედეგი მიღწეულია,თუ მოსწავლე:
·         ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში მოიძიებს საჭირო  ლიტერატურას (ინფორმაციას)
პროექტის ხელმძღვანელი:
მაყვალა ოსტარიშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
Ostarishvili.m@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий